logo_geo
eng_logo
ირაკლი კოვზანაძემ საბანკო ფორუმზე საბანკო სექტორის გამოწვევებსა და მომავალზე ისაუბრა
- +

29 მარტი. 2022. 11:43

 

 

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ გამოცემა THE FINANCIAL-ის ორგანიზებულ ყოველწლიურ საბანკო ფორუმში - „საბანკო სექტორის მომავალი“ (The Future of Banking) მიიღო მონაწილეობა.

 

ფორუმის ძირითადი განხილვის თემა იყო საბანკო მომსახურების მომავალი, საბანკო სფეროს გამოწვევები, შესაძლებლობები და ციფრული ტექნოლოგიები.

 

ირაკლი კოვზანაძემ ისაუბრა იმ რეალობაზე, რომელიც დღეს საბანკო სექტორში არსებობს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფინანსო სექტორი მდგრადია და ადეკვატურად პასუხობს გამოწვევებს.

 

„საბანკო სექტორი კარგად კაპიტალიზირებულია, აქტივები მშპ-ს აღემატება (თითქმის 62 მილიარდი დოლარი), სისტემას გააჩნია კაპიტალის საკმარისი ბუფერები და მაღალი ლიკვიდობა. პარლამენტში დაგეგმილია მთელი რიგი ინიციატივების განხილვა, რომლებიც ხელს შეუწყობენ საბანკო-საფინანსო სფეროს სტაბილურობისა და მდგრადობის კიდევ უფრო გაზრდას“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner