logo_geo
eng_logo
„რომელს აირჩევს პაპუაშვილი - ვა-ბანკს თუ აღიარებას?“
- +

9 აგვისტო. 2016. 16:35


„რა დარჩა? გიორგი პაპუაშვილი ან ვა-ბანკზე უნდა წავიდეს ან უნდა აღიაროს, რომ "ნაციონალების" პოლიტიკურ თამაშში იყო ჩართულ",- წერს საინფორმაციო სააგენტო „კვირა"  საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარის განცხადებებთან დაკავშირებით.


როგორც სააგენტომ აღნიშნა, „პაპუაშვილმა ვერ შეძლო პოლიტიკური საქმეების დალობირება და ვერცერთი მის მიმართ ატეხილი საგანგაშო განცხადება ვერ ააგორა".


„თითქოს უკვე ყველა მეთოდი ნაცადია. ჯერ პაპუაშვილმა თქვა, რომ მის მიმართ რაღაც ფირის გამოქვეყნებას აპირებდნენ. აღმოჩნდა, რომ ეს ფირი კანონიერი გზით ისევ სააკაშვილის დროინდელმა პატრულმა ჩაწერა; შემდეგ რომ ოჯახის წევრებს ემუქრებოდნენ. აღმოჩნდა, რომ ეს მემწვანილესთან მომხდარი გაუგებრობა იყო. ახლა მოსამართლეებმა პროკურატურაში არ დაადასტურეს მათზე ზეწოლის არცერთი ფაქტი.

 

არადა, მის განცხადებებს პრეზიდენტიც გამოეხმაურა. პროკურატურამ დაკითხვები დაიწყო და ზეწოლაზე ვერავინ ისაუბრა.

 

რა დარჩა? გიორგი პაპუაშვილი ან ვა-ბანკზე უნდა წავიდეს ან უნდა აღიაროს, რომ "ნაციონალების" პოლიტიკურ თამაშში იყო ჩართული და მიზანმიმართულად ახდენდა ვითარების დაძაბვას.

 

რომელს აირჩევს პაპუაშვილი? სავარაუდოდ ვა-ბანკს. თუკი ის "ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთებს ასრულებს, ბუნებრივია, სახიფათო თამაშების დასრულებაზე გადაწყვეტილებას ის ვერ მიიღებს, ნაციონალები კი გაჩერებას არ აპირებენ.

 

ერთადერთი რაც დარჩა, პროცესისთვის კიდევ უფრო მეტი სიბინძურის შემატებაა. რა შეიძლება იყოს კიდევ უფრო ბინძური?

 

და აქ ცნობილი ხდება, რომ მას შემდეგ რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა პროკურატურაში არ დაადასტურეს მათზე რაიმე სახის ზეწოლა - როგორც ამას თავად გიორგი პაპუაშვილი აცხადებდა - ახლა ის კოლეგებზე ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებას გეგმავს. ყოველ შემთხვევაში, ასეთია ინფორმაცია, რომელიც ჩვენს გამოცემას მიაწოდეს. ჩანაწერები წინა ხელისუფლების დროს არის გაკეთებული.

როგორც ჩანს, ასეთი მძაფრი მეთოდებით ცდილობენ ისინი პროცესის გამწვავებას და სასურველი შედეგის მიღებას",- წერს სააგენტო. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner