„დღეის მდგომარეობით, სხვადასხვა კატეგორიის 55 000-მდე სამგზავრო აბონემენტია გაყიდული. რაც შეეხება აბონემენტების მიბმას საბანკო ბარათებზე - ამაზე ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე მუშაობდა და მაისისთვის, უკვე შესაძლებელი იქნება ამ პროექტის განხორციელება, ამ პროგრამის ჩაშვება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, აბონემენტის საბანკო ბარათზე მიბმის შემდეგ, მგზავრს აღარ მოუწიოს ცალკე სამგზავრო ბარათის ტარება.
„მის საბანკო ბარათზე შესაძლებელი იქნება, ჩაირთოს ნებისმიერი ვადიანი აბონემენტის პროგრამა, რაც ძალიან კარგი და მისასალმებელია. ასე რომ, მაისიდან, ეს შესაძლებლობაც იარსებებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.