logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: სირცხვილია, რომ უსმენენ, ანიუსებენ, მის „პარტიაში“ იყვნენ და როგორი მეტად სირცხვილია, როცა საუბრობენ პოლიტიკაზე
- +

29 მარტი. 2022. 12:25

 

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე პაატა ბურჭულაძის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად ივანიშვილმა და სააკაშვილმა ერთმანეთს ადგილსამყოფელები უნდა გაუცვალონ.

 

„როგორი სირცხვილია, რომ ამ ბეცს უსმენენ, ანიუსებენ. მის „პარტიაში“ იყვნენ და როგორი მეტად სირცხვილია, როცა ეს შარახვეტია „ექსპერტები/პოლიტიკოსები/ჟურნალისტები“ საუბრობენ პოლიტიკაზე, ზნეობაზე. კულინარიაზეც კი. პუტინის სცენაზე მომღერლის, ისევე როგორც რუსი ბიზნესმენის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, კობა ნაყოფიას დაფინანსებული აქტორები ვერასდროს ეწევიან საწადელს. დიდი ხანია მაქვს შეგრძნება - სააკაშვილის მხარდამჭერი გოიმია, თანაც უამრავი თანდაყოლილი, გაუმჟღავნებელი მენტალური კომპლექსით“, - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner