logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: უკრაინელები ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან და არ შეიძლება, ხანდახან მათი ხისტი განცხადებები განსჯის საგანი გახდეს
- +

29 მარტი. 2022. 12:30

 

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერს, დავით სერგეენკოს მიაჩნია, რომ უკრაინაში ადამიანები ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან და არ შეიძლება, ხანდახან მათი ხისტი განცხადებები განსჯის საგანი გახდეს.

 

ჟურნალისტებთან საუბარში დავით სერგეენკო უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებას გამოეხმაურა.

 

დეპუტატის თქმით, ვინც არ უნდა იყოს, უკრაინის მიმართ მისი სუბიექტური დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ვერცერთ უკრაინელზე ვერ იქნება კრიტიკული, მით უმეტეს, ამ მდგომარეობაში.

 

„ეს ადამიანები ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან და არ შეიძლება, ხანდახან მათი ხისტი განცხადებები განსჯის საგანი გახდეს. ხანდახან, უკრაინის პრეზიდენტიც ხისტ განცხადებებს აკეთებს დასავლური ინსტიტუციების მიმართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა ვაკრიტიკოთ. ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც უკრაინა არის, ძალიან რთულია პრაგმატული იყო. ყოველ დღე საუბარია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე. პრაგმატულობა კარგია, მაგრამ ყოველთვის შესაძლებელი არ არის“, – განაცხადა სერგეენკომ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner