logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: ნათელმირნობა, ოჯახური სიახლოვე - ეს გარემოებები მოსამართლის პირდაპირ აცილების საფუძველია
- +

9 აგვისტო. 2016. 17:04


საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიმ „პრაიმტაიმთან" განაცხადა, რომ კონკრეტულ მოსამართლეებს მჭიდრო პირადი კავშირი აქვთ წინა ხელისუფლებასთან.  


ბესელიას განცხადებით, პირველი კოლეგიის რამდენიმე მოსამართლე პირდაპირ დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან" და ნიკა გვარამიასთან.


„უკვე დადასტურდა ბატონი გვარამიას მხრიდან ახლო ოჯახური კავშირი მოსამართლე კოპალეიშვილთან. უფრო მეტიც, პირველი კოლეგიის რამდენიმე მოსამართლე პირდაპირ დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან" და ბატონ გვარამიასთან. საკონსტიტუციო სასამართლო სააკაშვილის ხელისუფლების დროს ყოველთვის გამორჩეულად სანდო და ერთგული კადრებით, როგორც წესი, აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი ეშელონებიდან კომპლექტდებოდა. მისი ამჟამინდელი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი სააკაშვილის მთავრობის 2 სამინისტროს (იუსტიციის, გარემოს დაცვის) მინისტრად მუშაობდა. გარდა ამისა, ამჟამად მოქმედი მოსამართლეებიდან სამნი მინისტრის მოადგილეები იყვნენ, ასევე, სააკაშვილის დროს, ხოლო 2 მათგანი ამჟამადაც პაპუაშვილის მოადგილეა საკონსტიტუციო სასამართლოში. ბატონი გვარამიას მინისტრობის დროს მისი მოადგილე იყო მოსამართლე კოპალეიშვილი და მოსამართლე ვარძელაშვილის მეუღლე. მიუხედავად ამ გარემოებებისა, პარლამენტის წარმომადგენლის მიერ განცხადებული აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა კოლეგიამ.

 

საერთაშორისო სტანდარტი ძალიან მკაფიოდ განსაზღვრავს, რომ მოსამართლის მიმართ თუკი არსებობს რაიმე კონკრეტული გარემოება, რომელიც თუნდაც ეჭვქვეშ აყენებს მის მიუკერძოებლობას, მოსამართლემ უნდა აიცილოს ასეთი საქმე. ნათელმირნობა, ოჯახური სიახლოვე - ეს გარემოებები პირდაპირ აცილების საფუძველია. სასამართლოს ავტორიტეტი კი ყველაზე მაღლა დგას, ვიდრე ვინმეს პირადი განწყობა და სიმპათიები",- განაცხადა ბესელიამ. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner