logo_geo
eng_logo
რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ქალაქ მიკოლაივის ადმინისტრაციული შენობა დაბომბეს
- +

29 მარტი. 2022. 13:19

 

 

რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა უკრაინის ქალაქ მიკოლაივის ადმინისტრაციული შენობა დაბომბეს.

 

აღნიშნულ ინფორმაციას „ბიბისი“ მიკოლაივის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ვიტალი კიმის თქმით, შენობას რაკეტა მოხვდა და მისი ნაწილი ჩამოიშალა. ვიტალი კიმმა ასევე აღნიშნა, რომ შენობის შიგნით მყოფმა ადამიანების უმეტესობამ „სასწაულებრივად დააღწია თავი“, მაგრამ რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი დაკარგულად ითვლება. კიმის განცხადებით, ნანგრევების ქვეშ რამდენიმე ადამიანი რჩება, მაშველები მათ ამოყვანას ცდილობენ.

 

მიკოლაივი შავი ზღვის სანაპირო ქალაქია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner