logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი
- +

9 აგვისტო. 2016. 17:05


პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე „პრაიმტაიმთან" ქორწინებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობს.


შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას მოძრაობა „ეროვნულები" ითხოვენ. რეფერენდუმის მთავარი კითხვა იქნება: მხარს უჭერთ თუ არა კონსტიტუციაში ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის განსაზღვრას?


რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნას 200 ათასამდე ხელმომწერი ჰყავს. ცესკომ მოთხოვნა რეგისტრაციაში გაატარა და კანონმდებლობის შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველ;აშვილს გადაუგზავნა.


როგორც კობახიძემ განაცხადა, ქორწინებასთან დაკავშირებით ცვლილებების განხორცილება ხელისუფლებას საპარლამენტო გზით სურდა. ასევე ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ არ იცის პრეზიდენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს და რეფერენდუმთან „ქართულ ოცნებას" არანაირი კავშირი არ აქვს.


„ჩვენ ამ ცვლილების განხორციელება გვსურდა საპარლამენტო გზით. ამ მოწვევის პარლამენტში ეს ვერ მოხერხდა და იმედი მაქვს, მომავალი მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნება" შეძლებს მყარი უმრავლესობის მოპოვებას და ამ ცვლილებებს განახორციელებს.

 

რაც შეეხება რეფერენდუმს, მე არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი. ზოგადად, რეფერენდუმის თემა სხვა პოლიტიკურმა ჯგუფმა წამოსწია, ეს მათი დღის წესრიგია და ალბათ, თავიანთი პოლიტიკური გათვლებიც აქვთ.

 

ხელისუფლება ამ რეფერენდუმთან არანაირ კავშირში არ არის, ჩვენ გვქონდა სურვილი, საკონსტიტუციო დაზუსტება პარლამენტის გზით მოგვეხდინა",- განაცხადა კობახიძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner