logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი ოპოზიციას: თქვენ გსურთ, ცილისწამება აქციოთ ტრადიციად მაშინ, როდესაც ჩვენი ტრადიცია ღირსების დაცვაა
- +

29 მარტი. 2022. 14:27

 

 

„დიახ, ჩვენ დავიცავთ ჩვენს უფლებებს სასამართლოშიც, მივმართავთ ეთიკის ქარტიასაც და არ შეგრჩებათ არცერთი ტყუილისა და ცილისწამების მცდელობა, ვინაიდან თქვენ გსურთ ცილისწამება აქციოთ ტრადიციად მაშინ, როდესაც ჩვენი ტრადიცია ღირსების დაცვაა“, - ასე მიმართა ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარის მოადგილემ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

მისი თქმით, ღირსება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც არის ხელშეუვალი, არის დაცული კონსტიტუციით და იცავს სახელმწიფო და არაფერი ისე არ ლახავს ღირსებას, როგორც ცილისწამება და სიცრუე, მითუმეტეს, თუ ის ხდება პოლიტიკური საქმიანობის გამო შავი პიარის, მანკიერი და ბინძური ტექნოლოგიების გამოყენებით და რომლის სამიზნე არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანი, არამედ მისი ოჯახის წევრებიც ხდებიან.

 

„საზოგადოება კარგად ხედავს, რომ რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს უნარი საქმეზე მოახდინოს ოპონირება და ამიტომ ის ცდილობს ადამიანის გასაშავებლად, მისი პატივისა და ღირსების შესალახად ყველაზე ბინძური და უკადრებელი მეთოდები გამოიყენონ, რა დროსაც არ ერიდებიან არც ქვეყნის დაზიანებას და არც ოჯახის წევრებზე თავდასხმას. ამის მაგალითია თუნდაც საპარლამენტო არჩევნების დროს მათ მიერ წარმოებული კამპანია, რომელიც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან შეფასდა როგორც ქართული დემოკრატიის ძირის გამოთხრის მცდელობა ან თუნდაც თვითმმართველობის არჩევნების დროს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების მიმართ აგორებული ბინძური კამპანიები. დიახ, ჩვენ არ დავტოვებთ უპასუხოდ ცილისწამების არცერთ ფაქტს, და თითოეულ მსგავს შემთხვევაზე გვექნება ადეკვატური და სამართლებრივი პასუხი. სასამართლოში სარჩელის შეტანა ეს არის ყველაზე დემოკრატიული პროცესი. დიახ, ჩვენ დავიცავთ ჩვენს უფლებებს სასამართლოშიც, მივმართავთ ეთიკის ქარტიასაც და არ შეგრჩებათ არცერთი ტყუილისა და ცილისწამების მცდელობა, ვინაიდან თქვენ გსურთ ცილისწამება აქციოთ ტრადიციად მაშინ, როდესაც ჩვენი ტრადიცია ღირსების დაცვაა“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner