logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: დავით კეზერაშვილი არის ადამიანი, რომელსაც საქართველოს ჯარში სამარცხვინო სახელი, ნახევარქათამა ეწოდებოდა – ნახევარქათამასავით ყლაპავდა ჯარისთვის და ჯარისკაცებისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს
- +

29 მარტი. 2022. 14:30

 

 

„საქართველოს სასამართლოს მიერ დავით კეზერაშვილი არაერთხელ დამნაშავედ იყო ცნობილი გასულ წელს და ახლა თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ სამოქალაქო სარჩელით ხუთ მილიონ ევროზე მეტის გადახდა დაეკისრა. ანუ, მას ამ თანხის გადახდა მოუწევს“, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, უმჯობესია, კეზერაშვილმა, სახელმწიფოს საწინააღმდეგო საქმიანობის დაფინანსების ნაცვლად, ჯარისთვის მოპარული თანხა გადაიხადოს.

 

„ეს არის ადამიანი, რომელსაც საქართველოს ჯარში სამარცხვინო სახელი ეწოდებოდა –ნახევარქათამა. ნახევარქათამასავით ყლაპავდა ჯარისთვის და ქართველი ჯარისკაცებისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს. ქართული სახელმწიფოს საწინააღმდეგო საქმიანობის დაფინანსების ნაცვლად უკეთესი იქნება, ის თანხა გადაიხადოს, რაც ქართულ ჯარს მოჰპარა. ალბათ, მას ოდესმე იმ თანხების დაბრუნებაც მოუწევს და პასუხისმგებლობის აღება, რომელსაც ევროპელ პენსიონერებს პარავს ე.წ. ქოლცენტრების მეშვეობით. იმ ქოლცენტრების, რომელსაც ვითომ ჩვენ ვმართავთ და მის მიერ დაფინანსებული ქართული ტელევიზიები ხელისუფლების წარმომადგენლებს სრულიად დაუსაბუთებლად აბრალებენ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი და თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილსა და შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ალექსანდრე ნინუას სოლიდარულად დაეკისრათ 5 060 000 ევროს ექვივალენტი ლარში სამინისტროს სასარგებლოდ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner