„შაგრენის ტყავივით მცირდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებზე გამოდიოდნენ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეტყობა საპატიმროს გისოსებიდან კარგად არ ჩანს რამდენი ადამიანი გამოდის აქციებზე და იქ ვინც შედიან, ეტყობა არასწორი ინფორმაციები შეაქვთ, თორემ სააკაშვილი აუცილებლად დაინახავდა, რომ შაგრენის ტყავივით მცირდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებზე გამოდიოდნენ.
სააკაშვილს მოუწევს შეგუება იმ აზრთან, რომ მან სასჯელი უნდა მოიხადოს. არანაირი ხელისუფლების ჩამოგდება არ შედგება, ვინც კანონს დაარღვევს, ის პასუხს აგებს კანონის წინაშე“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.