logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: მიხეილ სააკაშვილი არაადეკვატურია - არ შეიძლება მასთან რაიმე თანხმობაზე საუბარი
- +

29 მარტი. 2022. 15:07

 

 

„მიხეილ სააკაშვილი არაადეკვატურია - არ შეიძლება მასთან რაიმე თანხმობაზე საუბარი. მის სულელურ გამონათქვამებზე სერიოზულად საუბარი შეუძლებელია“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

„ერთადერთი, რაც შეიძლება მხედველობაში მიიღო, მისი აღიარება, წამოცდენაა, რომ ის გრძნობდა თუ იცოდა, რომ რუსეთი ომს იწყებდა უკრაინაში. მან თვითონ თქვა გუშინ, რომ იცოდა. რაც შეეხება სააკაშვილთან თანამშრომლობას, ეს უბრალოდ ამორალური და შეუძლებელია“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner