logo_geo
eng_logo
უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გაყვანის მიზნით, ავტობუსები ლვოვი-ვარშავის მიმართულებით დამატებით 30 მარტს გავა
- +

29 მარტი. 2022. 15:22

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გაყვანის მიზნით, დაინიშნა ავტობუსის სპეციალური რეისები ქალაქ ლვოვიდან და ავტობუსები ლვოვი-ვარშავის მიმართულებით დამატებით გავა 30 მარტს უკრაინის დროით 09:00 საათზე.

 

„შეგახსენებთ, რომ უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გაყვანის მიზნით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინირებით, დაინიშნა ავტობუსის სპეციალური რეისები ქ. ლვოვიდან.

 

ავტობუსები ლვოვი-ვარშავის მიმართულებით დამატებით გავა 30 მარტს უკრაინის დროით 09:00 საათზე.

 

მისამართი: ლვოვი, უნივერსიტეცკაია N 1, ივანო ფრანკოს პარკი, ლვოვის ნაციონალური უნივერსიტეტის მხრიდან.

 

ავტობუსები გათვლილია 50 ადამიანზე, მოსახლეობის მშვიდობიანი ევაკუაციის მიზნით, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, შემდეგ ნომრებზე:

+380 (63) 376 77 68

+380 (63) 376 73 64

 

უკრაინაში განვითარებულ საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს დიპლომატიური მისიები კიევში, ოდესაში და ლვოვში განაგრძობენ საგანგებო, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას და ქმედით დახმარებას უწევენ საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიის დატოვებისა და ჰუმანიტარული კუთხით“, - ნათქვამის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner