საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გაყვანის მიზნით, დაინიშნა ავტობუსის სპეციალური რეისები ქალაქ ლვოვიდან და ავტობუსები ლვოვი-ვარშავის მიმართულებით დამატებით გავა 30 მარტს უკრაინის დროით 09:00 საათზე.
„შეგახსენებთ, რომ უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გაყვანის მიზნით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინირებით, დაინიშნა ავტობუსის სპეციალური რეისები ქ. ლვოვიდან.
ავტობუსები ლვოვი-ვარშავის მიმართულებით დამატებით გავა 30 მარტს უკრაინის დროით 09:00 საათზე.
მისამართი: ლვოვი, უნივერსიტეცკაია N 1, ივანო ფრანკოს პარკი, ლვოვის ნაციონალური უნივერსიტეტის მხრიდან.
ავტობუსები გათვლილია 50 ადამიანზე, მოსახლეობის მშვიდობიანი ევაკუაციის მიზნით, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, შემდეგ ნომრებზე:
+380 (63) 376 77 68
+380 (63) 376 73 64
უკრაინაში განვითარებულ საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს დიპლომატიური მისიები კიევში, ოდესაში და ლვოვში განაგრძობენ საგანგებო, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას და ქმედით დახმარებას უწევენ საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიის დატოვებისა და ჰუმანიტარული კუთხით“, - ნათქვამის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.