logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: ყველა, ვინც დღეს საქართველოს მოუწოდებს, პირდაპირ თუ ირიბად, ომში ჩაერთოს, არის საქართველოს მტერი
- +

29 მარტი. 2022. 16:10

 

 

„მინდა, ხაზგასმითა და მკაფიოდ ვთქვა, ყველა ადამიანი, რომელიც დღეს საქართველოს მოუწოდებს, პირდაპირ თუ ირიბად, ომში ჩაერთოს, რა თქმა უნდა, არის საქართველოს მტერი, მაგრამ იმავდროულად, არის, ნებსით თუ უნებლიედ, უკრაინის მტერი. დღეს, რაც თანამედროვე ცივილიზებული კაცობრიობისთვის ამოცანაა, ეს არის შეწყვეტა ომისა, რომელიც არის აბსოლუტურად დაუშვებელი. ეს არის მოწოდება ომისკენ, საქართველოს ჩასათრევად საომარ მოქმედებებში, რის გამოც სამართლიანად ეწოდა ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას „ომის პარტია“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ პლენარულ სხდომაზე.

 

დეპუტატის თქმით, სამწუხაროა, რომ საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიცია მონაწილეობას არ იღებს.

 

„რეფორმები ხორციელდება და ამისთვის საკმარისია, რომ ჩავიხედოთ დღის წესრიგში, რა იხილება დღევანდელ სხდომაზე. ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებაში სამწუხაროდ, მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იდგმება ნაბიჯები და ამაში არათუ აქტიურად, არამედ ნულოვანი მაჩვენებლით არის ჩართული ოპოზიცია. საქმეები კეთდება რეალურად ისე, რომ სამწუხაროდ, ამაში ოპოზიცია არ არის ჩართული, არა იმიტომ რომ ხელისუფლების ნება ასეთია, არამედ იმიტომ რომ თვითონ გააკეთეს ასეთი არჩევანი“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner