logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: საქართველოს ნეიტრალიტეტს ალტერნატივა არ აქვს!
- +

29 მარტი. 2022. 16:29

 

 

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„საქართველოს ნეიტრალიტეტს ალტერნატივა არ აქვს!

 

დღეს სტამბულში გამართულმა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს „ქართული მარშის“ და პატრიოტთა ეროვნული ფრონტის პოზიციის უალტერნატივობა!

 

დიახ - დღეს უკრაინამ ფაქტობრივად გამოაცხადა სამხედრო-პოლიტიკური  ნეიტრალიტეტი და ამითი შეაჩერა ომი, ნგრევა, მსხვერპლი!

 

ამ ნაბიჯის გამო, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მალე სააკაშვილმა, ნაცებმა და ქართველმა ლიბერასტებმა უკრაინის მთავრობა „პრორუსულად“ გამოაცხადონ!

 

თუმცა საქართველოს აღარ აქვს დრო, რომ უსმინოს მოღალატეებს და პოლიტიკურ ავანტიურისტებს, რომლებიც ხელისუფლებაში დაბრუნების სანაცვლოდ საქართველოს ომში ჩაბმას ცდილობდნენ!

 

სასწრაფო წესით უნდა დაიწყოს რეფერენდუმის ჩატარების პროცედურები!

 

რეფერენდუმზე სრულიად საქართველოს მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს ქვეყნის მომავალი და ნეიტრალური სტატუსი!

 

თუ საქართველო უკრაინის მსგავსად გამოაცხადებს სამხედრო-პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და უსაფრთხოების გარანტორად გაერო-ს უშიშროების საბჭოში შემავალი ქვეყნები დადგება - მაშინ ეს ცალსახად იქნება იდეალური გამოსავალი და მშვიდობის გარანტია ქართული სახელმწიფოსთვის“, - წერს სანდრო ბრეგაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner