„შესაძლოა პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ქვეყნებს შორის შეთანხმების პარაფირების პარალელურად შედგეს“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმირ მედინსკიმ რუსეთსა და უკრაინის შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შემდეგ განაცხადა. მის კომენტარს TASS ავრცელებს.
„დღევანდელი შინაარსიანი საუბრის შემდეგ შევთანხმდით და გამოსავალს ვთავაზობთ, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოების მეთაურების შეხვედრა შესაძლებელია საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ შეთანხმების პარაფირებასთან ერთად. მით უმეტეს, რომ ამ პარაფირებისა და შეთანხმების დეტალების განხილვის მომენტში შესაძლოა სხვადასხვა პოლიტიკური ნიუანსებისა და დეტალების განხილვა. ამგვარად, სწრაფი მუშაობისა და კომპრომისის პოვნის პირობებში, ზავის დადების შესაძლებლობა გაცილებით ახლო გახდება“, - განაცხადა მედინსკიმ.