„უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი უკვე დღეს საღამოს გაიმართება“,- ამის შესახებ BBC წერს.
მანამდე რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ მხარეები ერთმანეთს ხვალ შეხვდებიან. ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობის შემცირება გადაწყვიტეს.