logo_geo
eng_logo
უკრაინული მედია: 6-7 აპრილს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაზე საქართველო, უკრაინა, ფინეთი და შვედეთიც არიან მიწვეულები
- +

29 მარტი. 2022. 16:46

 

 

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მომდევნო შეხვედრაზე, რომელიც 6-7 აპრილს გაიმართება, უკრაინა, საქართველო, ფინეთი და შვედეთიც არიან მიწვეულები. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „ევროპეისკა პრავდასთვის“ გახდა ცნობილი.

 

საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში, ალიანსის შტაბ-ბინაში, იენს სტოლტენბერგის თავმჯდომარეობით გაიმართება.

 

6 აპრილს შეხვედრა დახურული სამუშაო ვახშმის ფორმატში გაიმართება, 7 აპრილს კი ორი სესიაა დაგეგმილი. პირველ სესიაზე ნატოს წევრი ქვეყნების გარდა უკრაინის, საქართველოს, ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებიც არიან მიწვეულები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner