ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მომდევნო შეხვედრაზე, რომელიც 6-7 აპრილს გაიმართება, უკრაინა, საქართველო, ფინეთი და შვედეთიც არიან მიწვეულები. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „ევროპეისკა პრავდასთვის“ გახდა ცნობილი.
საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში, ალიანსის შტაბ-ბინაში, იენს სტოლტენბერგის თავმჯდომარეობით გაიმართება.
6 აპრილს შეხვედრა დახურული სამუშაო ვახშმის ფორმატში გაიმართება, 7 აპრილს კი ორი სესიაა დაგეგმილი. პირველ სესიაზე ნატოს წევრი ქვეყნების გარდა უკრაინის, საქართველოს, ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებიც არიან მიწვეულები.