logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე: ცალსახად ტყუილს ამბობენ - არის რამდენიმე შემთხვევა, როცა ელჩების დანიშვნაზე პასუხიც კი არ მიუწერიათ ან წერილობითი უარია ნათქვამი
- +

29 მარტი. 2022. 17:52

 

 

„ცალსახად ტყუილს ამბობენ - არის რამდენიმე შემთხვევა, როცა პასუხიც კი არ მიუწერიათ საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის და არის რამდენიმე შემთხვევა, როცა წერილობითი უარია ნათქვამი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით შესაბამის მიმართვაზე“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციას, რომ გასულ წელს საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტს ელჩობის 12 კანდიდატი წარუდგინა და ყველა მათგანის დანიშვნაზე პრეზიდენტმა შესაბამისი განკარგულება გამოსცა.

 

„ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში იყო ცალსახად არასწორი ინფორმაცია, რომ მიმართვაზე, რაც გაიგზავნა, ყველაზე იყო დადებითი პასუხი, ეს არის ტყუილი და არასწორი ინფორმაცია. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, არის რამდენიმე შემთხვევა, როცა პასუხიც კი არ მიუწერიათ უკან საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის და არის რამდენიმე შემთხვევა, როცა წერილობითი უარია ნათქვამი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით. სანამ თანახელმოწერასთან მივა საქმე, მანამდე არის პროცედურები, საგარეო საქმეთა სამინისტროს, მთავრობას და ადმინისტრაციას შორის, რაც არის დახურული და თუ ისინი (პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია) იმით სარგებლობენ, რომ რადგან დახურულია, რაოდენობაზეც კი ვერ გააკეთებენ აქცენტს და საერთოდ ვერაფერს იტყვიან, ეს არის არასწორი წარმოდგენა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მთავრობის მიერ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში დასანიშნად წარდგენილ ყველა კანდიდატურას პრეზიდენტმა ხელი მოაწერა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner