პარტია „ჩვენი სამშობლო" მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის", როგორც ფაშისტური პარტიის აკრძალვის მიზნით საქართველოში ხელმოწერებს აგროვებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პარტია „ჩვენი სამშობლოს" თავმჯდომარე ზვიად ჩიტიშვილი „ასავალ-დასავალთან" საუბრობს.
„სააკაშვილის ფაშისტური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით საქართველოში ხელმოწერები აქტიურად გროვდება. ჩვენი თანამემამულეები გვიკავშირდებიან უცხოეთიდანაც და გამოთქვამენ დიდ სურვილს, რომ მათაც მიიღონ ამ ხელმოწერებში მონაწილეობა. ეჭვი არ მეპარება, რომ სააკაშვილის ცხრაწლიანი მმართველობა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უფრო ბნელ, სისხლიან და ბინძურ ხანად შევა, რადგან მიშა და მისმა ხროვამ ქვეყანა ეკონომიკურად გაძარცვეს, დაანგრიეს და მოსპეს! აღარაფერს ვამბობ ხალხის ქუჩაში დახვრეტაზე, კაცების გაუპატიურებასა და იმ ათასგვარ სისაძაგლეზე, რასაც რეჟიმი სჩადიოდა. საქართველოს ასე მცირე ხანში ტერიტორიის 22% არასდროს დაუკარგავს!...
გაერო-ს ოფიციალური მონაცემებით, სააკაშვილის მმართველობის დროს, საქართველოს ტერიტორიაზე, ერთი წლის განმავლობაში, დაახლოებით 8 ტონა ჰეროინი მოძრაობდა; ვანო მერაბიშვილის პოლიციას კი, საუკეთესო შემთხვევაში, მთელი ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ 32-35 კილოგრამი ჰეროინი თუ აქვს ამოღებული. შეადარეთ 8 ათასი კილოგრამი 35-ს!... მთელი ამ ნარკოტიკების ფული - მილიონები და მილიარდები სააკაშვილისა და მისი ბანდის ჯიბეებში ილექებოდა!" - განაცხადა ჩიტიშვილმა.