logo_geo
eng_logo
გიორგი ცაგარეიშვილი ელჩების დანიშვნაზე: ჩვენ გვჭირდება გამართული საგარეო პოლიტიკა და გამართული დიპლომატიური წარმომადგენლობები
- +

29 მარტი. 2022. 18:05

 

 

„იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა პრეზიდენტი არ ნიშნავდა ელჩებს. მე მოკლებული შესაძლებლობას, ღიად ვისაუბრო პერსონებზე და ქვეყნებზე, სადაც ჩვენ ჯერჯერობით ელჩები ვერ დავნიშნეთ, მაგრამ არის ასეთი რამდენიმე შემთხვევა. ეს იწვევს შესაბამის წუხილს, რაც ბუნებრივია, თუ ხარ პასუხისმგებლიანი მთავრობა“, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა.

 

„ხელისუფლება უნდა დარდობდეს და ფიქრობდეს იმაზე, რომ შენს მეგობარ ქვეყანაში გყავდეს მუდმივი ელჩი. ეს არის პრესტიჟის, ავტორიტეტის საქმე, ჩვენი ქვეყნის სახელი და ღირსება, რომ საელჩო იყოს სრულად წარმოდგენილი, გვყავდეს კომპეტენტური ელჩი. თუ აქ არის პრობლემა და ამაზე ვსაუბრობთ, რატომ უნდა გვაკრიტიკებდნენ ოპონენტები? სირაქლემას პოზაში უნდა ჩავდგეთ და ვთქვათ, რომ პრობლემები არ არის. ჩვენ ჩავრთეთ ამ პოლემიკაში საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი, მედია. დღეს კიდევ ორი კვირით გადავდეთ ამ კანონპროექტის განხილვა, რათა ადგილი არ ჰქონდეს სპეკულაციებს. აქამდე უნდა გასწორებული ეს სამართლებრივი ხარვეზი, როგორც კი თავი იჩინა ამ პრობლემამ. ეს არ არის პარტიული საკითხი, ელჩი უცხო ქვეყანაში წარმოადგენს საქართველოს, და არა „ქართულ ოცნებას“, „გირჩს“ ან „ნაცმოძრაობას“. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო საკითხი. ჩვენ გვჭირდება გამართული საგარეო პოლიტიკა და გამართული დიპლომატიური წარმომადგენლობები“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner