კასპში #4 საჯარო სკოლისა და მიკრორაიონის დასახლების დამაკავშირებელი გზის მოასფალტების სამუშაოები დასრულდა.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 157 939 ლარით დაფინანსდა, რომლის სამუშაოები შპს „გ.კ“-მა განახორციელა.
რეაბილიტირებული გზა კომფორტულია გადაადგილებისთვის, ამასთან მნიშვნელოვნად შეამცირა მანძილი როგორც #4 საჯარო სკოლამდე, ისე ცენტრალურ მაგისტრალამდე და ადგილობრივები შემოვლითი გზით აღარ ისარგებლებენ.