„რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაფორმება ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების მოსახსნელად საკმარისი არ იქნება“, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.
ბორის ჯონსონის თქმით, აუცილებელია ვლადიმირ პუტინზე ზეწოლის გაძლიერება როგორც ეკონომიკური ზომების მიღებით, ისე სამხედრო დახმარების აღმოჩენით, რათა რუსეთმა სრულად შეცვალოს თავისი კურსი.