„უმნიშვნელოვანეს კანონს „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ ე.წ. კონსტრუქციულმა ოპოზიციამაც არ დაუჭირა მხარი“, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის მოსმენა იყო დღეს, სხვათა შორის ეს არის ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კანონი, რომელზეც საქართველოს მთავრობა რამდენიმე წელია მუშაობს. ურთულესი კანონმდებლობაა და ურთულესი კანონია. დღეს მეორე მოსმენით მივიღეთ ეს კანონი და ხვალ მესამე მოსმენით სავარაუდოდ კენჭს ვუყრით. 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მოიკითხეთ, ეს საჯარო ინფორმაციაა, რამდენმა ოპოზიციონერმა, მათ შორის ე.წ. კონსტრუქციულმა ოპოზიციონერმა დაუჭირა მხარი. ეს ყველაფერი დემაგოგიაა სუფთა წყლის. მოდით და ადევნეთ თვალი ამ ადამიანების ყოველდღიურ საპარლამენტო ცხოვრებას. რომელ სხდომებზე დადიან, რა საკანონმდებლო ინიციატივები შემოაქვთ, როგორ მონაწილეობენ დისკუსიებსა და დებატებში, მათ შორის იმ კანონმდებლობაზე, რომლის სინქრონიზაციაც უნდა მოხდეს ევროპულ კანონმდებლობასთან“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა