უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი არ არის.
„თავის მხრივ, რუსეთის ფედერაცია არ აპროტესტებს უკრაინის მისწრაფებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ“, - აღნიშნა მედინსკიმ სტამბოლში უკრაინის დელეგაციასთან გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.
მანამდე უკრაინელმა დიპლომატმა, ალექსანდრე ჩალმა, რომელიც უკრაინულ დელეგაციაში იურიდიულ ჯგუფს ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებაში არ იქნება დაბრკოლება ევროკავშირში უკრაინის შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით.