logo_geo
eng_logo
უკრაინელებმა რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სიამაყე „ტაიფუნი“ გაანადგურეს
- +

29 მარტი. 2022. 18:28

 

 

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სიამაყე „ტაიფუნი“ გაანადგურეს. ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბი წერს.

 

„ანალოგი არ ჰყავს. რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სიამაყე - კამაზის „ტაიფუნი“.

 

მაღალი უსაფრთხოების უნივერსალური ჯავშანმანქანა. ეკუთვნის MRAP (ნაღმსაწინააღმდეგო) კლასის მანქანებს - დაცულია ნაღმებისა და ჩასაფრებისგან.

 

უკრაინელმა ჯარისკაცებმა ის უნიკალური გახადეს - ის ნამდვილად არ ჰგავს არაფერს მსოფლიოში“, - ვკითხულობთ უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.

 

გენერალური შტაბის ცნობით, დაზიანებულია დამპყრობლების სხვა ტექნიკაც.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner