logo_geo
eng_logo
სასამართლომ დავით ბორჩაშვილი დამნაშავედ სცნო
- +

9 აგვისტო. 2016. 17:21


თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტერორისტული ორგანიზაციის წევრის მიერ ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობასა და ამ ორგანიზაციის სახელით ოპერაციების განხორციელებაში ბრალდებული   დავით ბორჩაშვილი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლის მეორე ნაწილით.


„სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ დავით ბორჩაშვილი გაწევრიანებული იყო სირია-ერაყის ტერიტორიაზე მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაცია - „ერაყისა და ლევანტას ისლამურ სახელმწიფოში". იგი სირიის რესპუბლიკაში შეუერთდა  ტერორისტული ორგანიზაციის  წევრებს და ტერორისტული ორგანიზაციის სახელით მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა შეიარაღებულ-საბრძოლო  მოქმედებაში", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, დავით ბორჩაშვილს სასჯელის სახით 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner