უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით დეესკალაცია ცეცხლის შეწყვეტას არ ნიშნავს.
„პირველი ნაბიჯი ეტაპობრივ სამხედრო დეესკალაციას ეხება ორი ძირითადი მიმართულებით: კიევი და ჩერნიგოვი. ჩვენ გვესმის, რომ კიევში არის ხალხი, რომლებმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. ამიტომ არ გვსურს ეს ქალაქი დამატებით რისკს დაექვემდებაროს“, - აღნიშნა მედინსკიმ.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობის შემცირება გადაწყვიტეს. შესაბამისი გადაწყვეტილება თურქეთში რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებების შედეგად არის მიღებული.