რუსეთი კიევის მიმდებარე ტერიტორიიდან გარკვეული ძალების გაყვანას იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი აშშ-ის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ინფორმაციით, რუსული ძალები ახლა უკან იხევენ ჩრდილოეთის ზოგიერთ რაიონში, რათა ფოკუსირება მოახდინონ სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში მოპოვებულ პოზიციებზე.
აშშ-ის შეფასებით, რუსეთს შეუძლია უკან დააბრუნოს ძალები, თუ ბრძოლის პირობები ამის საშუალებას უზრუნველყოფს.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობის შემცირება გადაწყვიტეს. შესაბამისი გადაწყვეტილება თურქეთში რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებების შედეგად არის მიღებული.