logo_geo
eng_logo
CNN: რუსეთი კიევის მიმდებარე ტერიტორიიდან გარკვეული ძალების გაყვანას იწყებს
- +

29 მარტი. 2022. 20:27

 

 

რუსეთი კიევის მიმდებარე ტერიტორიიდან გარკვეული ძალების გაყვანას იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი აშშ-ის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

წყაროების ინფორმაციით, რუსული ძალები ახლა უკან იხევენ ჩრდილოეთის ზოგიერთ რაიონში, რათა ფოკუსირება მოახდინონ სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში მოპოვებულ პოზიციებზე.

 

აშშ-ის შეფასებით, რუსეთს შეუძლია უკან დააბრუნოს ძალები, თუ ბრძოლის პირობები ამის საშუალებას უზრუნველყოფს.

 

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობის შემცირება გადაწყვიტეს. შესაბამისი გადაწყვეტილება თურქეთში რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებების შედეგად არის მიღებული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner