logo_geo
eng_logo
ეკა სეფაშვილი კეზერაშვილზე: ეს თანხები უკვალოდ გაქრა, კომპანიას კი ქართული ჯარისთვის წვრთნები არ ჩაუტარებია, რასაც ჩვენი ჯარის თავდაცვისუნარიანობა უნდა გაეძლიერებინა
- +

29 მარტი. 2022. 20:34

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილსა და შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ ალექსანდრე ნინუას 5 მილიონ ევროზე მეტი თანხის ანაზღაურება დაეკისრათ, უმრავლესობის წევრი ეკა სეფაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც სეფაშვილი აღნიშნავს, საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის ანგარიშზე 5 060 000 ევროს გადარიცხვას 2008 წელს, რომლის სანაცვლოდ ამ კომპანიას ქართული ჯარისათვის წვრთნები უნდა ჩაეტარებინა. ამის ნაცვლად, ეს თანხები უკვალოდ გაქრა, კომპანიას კი ქართული ჯარისთვის წვრთნები არ ჩაუტარებია, რასაც ჩვენი ჯარის თავდაცვისუნარიანობა უნდა გაეძლიერებინა.

 

„თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ კეზერაშვილსა და მისი შესყიდვების დეპარტამენტის უფროსს 5 მილიონ ევროზე მეტი თანხის ანაზღაურება დაეკისრათ. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის ანგარიშზე 5 060 000 ევროს გადარიცხვას 2008 წელს, რომლის სანაცვლოდ ამ კომპანიას ქართული ჯარისათვის წვრთნები უნდა ჩაეტარებინა. ამის ნაცვლად, ეს თანხები უკვალოდ გაქრა, კომპანიას კი ქართული ჯარისთვის წვრთნები არ ჩაუტარებია, რასაც ჩვენი ჯარის თავდაცვისუნარიანობა უნდა გაეძლიერებინა. აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტრო, ეყრდნობა რა დემოკრატიულ პრინციპებს და ღირებულებებს, სიტყვის თავისუფლებას და კანონის უზენაესობას, რომელიც საფუძვლად უდევს საქართველოს ინტეგრაციის პროცესს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, და ამასთან, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არ განიხილავს, სარჩელის აღსრულების მიზნით, მოითხოვოს იმ წილის დაყადაღება, რომელსაც დავით კეზერაშვილი ფლობს ტელეკომპანიაში “ფორმულა“ - წერს სეფაშვილი Facebook-ზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს ანაზღაურება დააკისრა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner