პოლონეთის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მათ რუსეთიდან ნახშირის იმპორტის აკრძალვის საშუალებას მისცემთ. ამის შესახებ Reuters-ი მთავრობის პრეს-სპიკერზე, პიოტრ მიულერზე დაყრდნობით წერს.
მიულერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი რუსეთისთვის შემდგომი სანქციების დაწესების საკითხში პასიურია, პოლონეთს კი ლოდინი აღარ შეუძლია, ამიტომ გადაწყვეტილებას იმპორტის აკრძალვას შესახებ ცალმხრივად იღებს.
BBC-ს ცნობით, 2020 წელს პოლონეთმა რუსეთისგან 12,8 მილიონი ტონა ნახშირი შეიძინა.