logo_geo
eng_logo
გაერო: მთიან ყარაბაღში დაძაბულობის ზრდის შესახებ ცნობები შემაშფოთებელია
- +

29 მარტი. 2022. 22:46

 

 

მთიან ყარაბაღში დაძაბულობის ზრდის შესახებ ცნობები შემაშფოთებელია, გაერო მიესალმება დაძაბულობის შემცირების მცდელობებს, როგორც სამმხრივ ფორმატში, ისე ეუთოს მინსკის ჯგუფის მხრიდან, - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, გაერო მოუწოდებს ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ქმედებისა თუ განცხადებისგან, რამაც შეიძლება სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიოს. დიუჟარიკის განცხადებით, ყველა საკითხი მხარეებმა პირდაპირი დიალოგის გზით უნდა მოაგვარონ.

 

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაარღვიეს მთიანი ყარაბაღის კონტაქტის ხაზი იმ ზონაში, სადაც რუსი სამხედროები დგანან და ყარაბაღის რეგიონის სოფელ ფარუხში შეიჭრნენ. აზერბაიჯანის საგარეო უწყებამ ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner