ისრაელის ქალაქ ბნეი-ბრაკში შეიარაღებულ თავდასხმას, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა ქალაქის ერთ-ერთ უბანში ცეცხლი გახსნა. ისრაელური მედია იუწყება, რომ პირი, რომელმაც გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა, პალესტინელია დასავლეთ სანაპიროდან.