logo_geo
eng_logo
ისრაელში, შეიარაღებულმა პირმა გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა, არის მსხვერპლი
- +

29 მარტი. 2022. 22:47

 

 

ისრაელის ქალაქ ბნეი-ბრაკში შეიარაღებულ თავდასხმას, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა ქალაქის ერთ-ერთ უბანში ცეცხლი გახსნა. ისრაელური მედია იუწყება, რომ პირი, რომელმაც გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა, პალესტინელია დასავლეთ სანაპიროდან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner