ვნახავთ, რუსეთი შეასრულებს თუ არა იმას, რასაც გვთავაზობს, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთის განცხადებას, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას ამცირებს.
ჯო ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს ესაუბრა. მისი თქმით, ისინი დაელოდებიან, როგორ განვითარდება მოვლენები და ამასთანავე გააგრძელებენ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობის შემცირება გადაწყვიტეს. შესაბამისი გადაწყვეტილება თურქეთში რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებების შედეგად არის მიღებული.