logo_geo
eng_logo
პანტიანი-მანგლისის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტით მოძრაობა აღდგა
- +

30 მარტი. 2022. 00:33

 

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, თბილისი-მანგლისის საავტომობილო გზის კმ1-კმ32 (პანტიანი-მანგლისი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია. ამავე მონაკვეთზე, თოვლის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner