logo_geo
eng_logo
ზელენსკი რუსეთთან მოლაპარაკებებზე: არ გვაქვს საფუძველი, აგრესორს სიტყვაზე ვენდოთ
- +

30 მარტი. 2022. 00:35

 

 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებებში არ არსებობს და არ იარსებებს არცერთი კომპრომისი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა.

 

„სიგნალები, რომლებიც მოლაპარაკებების მაგიდიდან გვესმის, შეიძლება დადებითად შეფასდეს. თუმცა ეს სიგნალები არ ახშობს რუსული ჭურვების აფეთქებებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ ყველა რისკს. რა თქმა უნდა, ვერ ვხედავთ საფუძველს, ვენდოთ სიტყვაზე იმ ქვეყნის წარმომადგენლებს, რომელიც ჩვენს განადგურებას ცდილობს. უკრაინელები მიამიტები არ არიან. ამ 34-დღიანი შეჭრისა და დონბასში 8 წლის განმავლობაში მიმდინარე ომის შედეგად უკრაინელებმა გაიაზრეს, რომ შეიძლება ვენდოთ მხოლოდ კონკრეტულ შედეგს“, - აცხადებს ზელენსკი

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner