logo_geo
eng_logo
პენტაგონი: კიევის მახლობლად რუსეთის ჯარების მოძრაობა, სავარაუდოდ, გადაჯგუფებაა და არა ჯარების რეალური გაყვანა - არავინ უნდა მოტყუვდეს კრემლის განცხადებით
- +

30 მარტი. 2022. 00:36

 

 

„კიევის მახლობლად რუსეთის ჯარების მოძრაობა, სავარაუდოდ, გადაჯგუფებაა და არა ჯარების რეალური გაყვანა,“ - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ.

 

„ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს გადაჯგუფებაა და არა ჯარების რეალური გაყვანა და რომ ჩვენ ყველანი მზად უნდა ვიყოთ უკრაინის სხვა ტერიტორიებზე მასიური შეტევისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ კიევს საფრთხე არ ემუქრება. არავინ უნდა მოტყუვდეს კრემლის განცხადებით, რომ კიევის მახლობლად სამხედრო აქტივობას მოულოდნელად შეამცირებს“, - აღნიშნა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობის შემცირება გადაწყვიტეს. შესაბამისი გადაწყვეტილება თურქეთში რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებების შედეგად არის მიღებული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner