საქმე გვაქვს ტერორიზმის ახალ ტალღასთან, - ასე გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ნაფტალი ბენეტი ქალაქ ბნეი-ბრაკში მომხდარ ტერაქტს, რომელსაც ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.
„ამ დღეებში ტერორიზმის ახალ ტალღასთან გვაქვს საქმე. ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების ძალები მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ისინი მზად არიან, გაუმკლავდნენ ამ ამოცანას და როგორც წინა ტალღების დროს, ამჯერადაც ჩვენ გავიმარჯვებთ. მშვიდობიანი მოქალაქეები და პოლიციელები, რომლებიც სხვადასხვა თავდასხმების დროს ესროდნენ ტერორისტებს, გმირები არიან. ჩვენ ყველანი ვალდებულნი ვართ გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა და სიფხიზლე“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ისრაელის ქალაქ ბნეი-ბრაკში შეიარაღებულ თავდასხმას, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა. შეიარაღებულმა პირმა ქალაქის ერთ-ერთ უბანში ცეცხლი გახსნა. პირი, რომელმაც გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა, პალესტინელია დასავლეთ სანაპიროდან.