logo_geo
eng_logo
10 ყველაზე პოპულარული წიგნი მსოფლიოში
- +

8 მარტი. 2016. 11:23



წიგნი ადამიანის განუყრელი მეგობარია. ზოგი წიგნს მოდის გამო კითხულობს, ზოგი ახლობლის რჩევით, ზოგიც იძულების წესით.


ალბათ ბევრს აინტერესებს, რომელი წიგნება მსოფლიოში ყველაზე პოპულარული. უმეტესობა ჩათვლის, რომ ლიდერობას არავის დაუთმობს ბიბლია ან ჰარი პოტერის სერია, თუმცა სულ ტყუილად.


ვეგ-გვერდმა LoveReading.com შეადგინა რეიტინგი, რომელშიც გაითვალისწინა ნაწარმოებების თარგმანი უცხო ენებზე, ასევე ტირაჟი და 10 ყველაზე პოპულარული წიგნიც დაასახელა.


მაშ ასე, მსოფლიო ლიტერატურის ლიდერთა ათეული ასე გამოიყურება:


1. ყურანი (3 მილიარდი ეგზემპლარი).


2. ბიბლია (2,5 მილიარდი ეგზემპლარი).


3. „მაო ძედუნის ციტატები" (800 მილიონი ეგზემპლარი).


4. „დონ კიხოტი", მიგელ დე სერვანტესი (500 მილიონი ეგზემპლარი).


5. ჰარი პოტერის სერია, ჯოან როულინგი (450 მილიონი ეგზემპლარი).


6. „საშობაო სიმღერა", ჩარლზ დიკენსი (200 მილიონი ეგზემპლარი).


7. „ბეჭდების მბრძანებელი", ჯონ ტოლკინი (150 მილიონი ეგზემპლარი).


8. „პატარა უფლისწული", ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი (140 მილიონი ეგზემპლარი).


9. „ალისა საოცრებათა ქვეყანაში", ლუის კეროლი (100 მილიონი ეგზემპლარი).


10. „სიზმარი წითელ ქოხში", ცაო სიუეცინი (100 მილიონი ეგზემპლარი).


LoveReading.com





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner