logo_geo
eng_logo
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა“ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა. ესენია:
- +

30 მარტი. 2022. 11:33

 

 

  1. „განდეგილი“ (ინოვაციური მხატვრული ტექნიკით შესრულებული ანიმაცია, ილია ჭავჭავაძის პოემის მიხედვით)“, დაფინანსდა ანიმაციის შექმნა ილია ჭავჭავაძის „განდეგილის“ მიხედვით; განმახორციელებელი - შპს „შემოქმედებითი საწარმოო

 გაერთიანება ლირა ფროდაქშენი“;

 

  1. „სპექტაკლი ბაყაყები“, დაფინანსდა კომედიური ჟანრის სპექტაკლის „ბაყაყები“ დადგმა; განმახორციელებელი - ა(ა)იპ „ხელოვნების ცენტრი“;

 

  1. „მეთუნე“, კერამიკის სტუდიის სრულფასოვნად ფუნქციონირებისათვის დაფინანსდა ჩარხის შესყიდვა; განმახორციელებელი- ფ/პ მიხეილ ოდიშვილი;

 

  1. „უცნობი გარეჯი“, დაფინანსდა ისტორიკოსის, ხელოვნებათმცოდნისა და გადამღები ჯგუფის ექსპედიცია, რომელიც დეტალურად აღწერს და გადაიღებს ყველა მონასტერს, ასევე, აღბეჭდავს მუშაობის პროცესს. პროექტის ფარგლებში ასევე მომზადდება

 ექსპედიციის ამსახველი 25-35 წუთიანი ფილმი; განმახორციელებელი ა(ა)იპ „ძეგლთა შესწავლისა და პოპულარიზაციის ცენტრი“;

 

  1. „ქართული, ჯადოსნური“, დაფინანსდა გამოფენის მოწყობა; განმახორციელებელი - ფ/პ ეკატერინე მუხაძე;

 

  1. „სამი დოკუმენტური ფილმის თარგმანი“, დაფინანსდა სამი დოკუმენტური ფილმის: ანატოლი რიაბოშენკო ფარაჯანოვის შესახებ, ვალერი ხარიუტჩენკო ფარაჯანოვის შესახებ, ირინა გაგუა ფარაჯანოვის შესახებ, ტექსტის ქართულ ენაზე თარგმნა

 და ფილმებზე ქართული სუბტიტრების დატანა. განმახორციელებელი - ფ/პ გია ალავიძე;

 

  1. სპექტაკლი „ინტერვიუ“, დაფინანსდა სპექტაკლი ,,ინტერვიუ’’ - თეოდორ ჰოლმანის და ტეო ვან გოგის პიესის მიხედვით, რომელსაც ახალგაზრდა რეჟისორი დავით თარბა დადგამს; განმახორციელებელი - ა(ა)იპ „ქორო“;

 

  1. „ღორჯომის ნაჭრელები“, დაფინანსდა მაღალმთიან აჭარაში მდებარე ღორჯომის ხეობაში ტრადიციული რეწვის სახელოსნოს ამოქმედება, ორენოვანი წიგნი-ალბომის „ღორჯომის ხეობის ნაჭრელები“ გამოცემა და გამოფენისა და წიგნი ალბომის

 პრეზენტაცია; განმახორციელებელი - ფ/პ ზურაბ შევარდნაძე;

 

  1. „ქარავან არტფორუმი, ქუთაისი 2022“, დაფინანსდა ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც მოიცავს შეხვედრებს სხვადასხვა ქვეყნის ხელოვნებათმცოდნეებისა და კურატორების მონაწილეობით. ჩატარდება

 სემინარები მუზეუმების რესტავრატორებისა და კურატორებისთვის, ასევე, არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვის სერვისების სპეციალისტებისთვის. მომხსენებლები ჩაატარებენ მასტერკლასებს სტუდენტებისთვის და დარგის სპეციალისტებისთვის. განმახორციელებელი შპს - „გალერეა გამრეკელი“;

 

  1. „ფოტო-ტექსტური პროექტი, გამოფენა - „მე - ნივთი“, დაფინანსდა ფოტოგამოფენის მოწყობა და ალბომის გამოცემა; განმახორციელებელი - ფ/პ სოსო დოლიძე;

 

  1. „ციფრული აუდიო-ვიზუალური პროექცია“ (1→9) SYNCHRONICITY“, დაფინანსდა ციფრულ-ტექნოლოგიური ინსტალაციის შექმნა, რაც მიზნად ისახავს ქართული ანბანის მოძრაობაში გაცოცხლებას. განმახორციელებელი - ა(ა)იპ „სამი კურდღელი“;

 

  1. „ფესტივალი „თელავი. ელენე, ზაირა და ...“, დაფინანსდა თელავში ფესტივალის ჩატარება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თელავის სამხატვრო სკოლის მოსწავლეები; განმახორციელებელი - ა(ა)იპ ხელოვან ქალთა საერთაშორისო ასოციაცია;

 

  1. „ფილმ „მუშკეტერის თბილისი“-ს პოსტ პროდუქცია“, დაფინანსდა ფილმის თარგმნა-გახმოვანება, ასევე სხვადასხვა ფორმატის ტექნიკური ვერსიების დამზადება; განმახორციელებელი - ი/მ გიორგი ჭუმბურიძე;

 

  1. „ვიდეო სერიები ქართველ მხატვრებზე“, დაფინანსდა სხვადასხვა თაობის ქართველ მხატვრებზე ვიდეო სერიების შექმნა; განმახორციელებელი - შპს ,,სტუდია 68'';

 

  1. „საქართველო თანამედროვე ქანდაკება ალბომის საბეჭდი ვერსიის მომზადება და ბეჭდვა“, დაფინანსდა ახალი და უახლესი ქართული ქანდაკების ანთოლოგიური წიგნი-ალბომის გამოცემა, რომელიც მოიცავს XX და XXI საუკუნეების ქართული

 ქანდაკების გამოჩენილი ოსტატების რეტროსპექტულ რეპრეზენტაციას; განმახორციელებელი - ფ/პ გიორგი ჯანბერიძე;

 

  1. „Seerfits/სერფიტები - პირველი ქართული Sci-fi პიესის ონლაინ კითხვა“, დაფინანსდა ახალშექმნილი ფანტასტიკის ჟანრის პიესის ონლაინ წაკითხვა - პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც, მსახიობები წაიკითხავენ პიესას, შემდეგ მათი

 ხმა ჩაიწერება და სპეციალურად ამ პიესისთვის შექმნილ ანიმაციურ ვიდეოთა ციკლს ფონად დაედება. პიესის კითხვის ტრანსლირება მოხდება ონლაინ თეატრალურ პლატფორმაზე ,,პიესების ონლაინ კითხვა/Plays online reading“; განმახორციელებელი ა(ა)იპ „საერთაშორისო ასოციაცია არსიანი“;

 

  1. „ახალი ქართული ანიმაცია“, დაფინანსდა (თოჯინური) ანიმაციის გადაღება სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების მიხედვით; განმახორციელებელი - ფ/პ მარიამი ჩიჯავაძე;

 

  1. „2021 წელს შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდის მიერ შესყიდული ნამუშევრების გამოფენა“, დაფინანსდა 2021 წელს კულტურის სამინისტროს დაფინანსებით შეძენილი

 1960/70-იანი და 1980/90-იანი წლების ასამდე მხატვრის 250-ზე მეტი ნამუშევრისა და იმავე წელს შეძენილი ვალერიან სიდამონ-ერისთავის 406 ნამუშევრის გამოფენა და კატალოგის გამოცემა; განმახორციელებელი სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფი (შალვა ამირანაშვილის

 სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს ეროვნული გალერეა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი).

 

 

კონკურსის ბიუჯეტი შეადგენდა 450 000 ლარს და მის ფარგლებში სამინისტროს 180-მა განმცხადებელმა მომართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner