საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან, გიორგი პაპუაშვილთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო „კვირა" წერს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, შესაძლოა, დიდი პოლიტიკური მიწისძვრის ეპიცენტრი გახდეს.
„გიორგი პაპუაშვილი აქამდე თუ სკანდალურ განცხადებებს აკეთებდა, ახლა როგორც ინფორმაცია არსებობს, დიდი სენსაციის დადებას აპირებს. თუ განცხადებები ცარიელი სიტყვები იყო და პროკურატურამ ის მარტივად გაშიფრა, ვითარება კი გაანეიტრალა. ახლა, ცნობილი ხდება, რომ პაპუაშვილი და მის უკან მდგარი ძალები სერიოზული სკანდალის გახეთქვას აპირებენ და იმ ფირების გარეთ გამოტანაზე მსჯელობენ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელისუფლებაში მისი ყოფნის დროს გადაიღო და პირადი ცხოვრების ამსახველ ფრაგმენტებს შეიცავს. როგორც ჩანს, ასე აპირებენ, ვითარების საბოლოოდ აფეთქებას.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ სახიფათო თამაშები წამოიწყო და, როგორც ჩანს, უკან დახევას არ აპირებს. ახლა ის ვა-ბანკზე მიდის და პროცესი უკვე ფეთქებადსაშიშ ფაზაში გადაჰყავს",- წერს „კვირა".