logo_geo
eng_logo
კულტურის სამინისტრომ კონკურსის „საქართველოში საერთაშორისო მუსიკალური და საბალეტო ფესტივალების ხელშეწყობა“ გამარჯვებულები გამოავლინა
- +

30 მარტი. 2022. 12:32

 

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „საქართველოში საერთაშორისო მუსიკალური და საბალეტო ფესტივალების ხელშეწყობა“ გამარჯვებული პროექტები გამოვლინა. ესენია:

 

  1. "ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-7 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“, განმახორციელებელი - სსიპ ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი;

 

  1. "მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში", განმახორციელებელი - სსიპ კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი;

 

  1. "თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მეათე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი”, განმახორციელებელი - შპს კლასიკური მუსიკის განვითარების ფონდი;

 

  1. "თბილისის კამერული მუსიკის XVI ფესტივალი", განმახორციელებელი - ა(ა)იპ საქართველოს შემოქმედებითი კავშირი საქართველოს მუსიკალური საზოგადოება;

 

  1. "შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი "ბათუმის რაფსოდია", განმახორციელებელი - ა(ა)იპ ივერ-კლასიკ;

 

  1. "ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი”, განმახორციელებელი - ა(ა)იპ ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი - ლირა;

 

  1. „XVII საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალი”, განმახორციელებელი - ა(ა)იპ არტ პლიუსი;

 

  1. "XXV საერთაშორისო საიუბილეო ფესტივალი - საახალწლო მუსიკალური შეხვედრები", განმახორციელებელი - სსიპ ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია;

 

  1. "თბილისის ბაროკო ფესტივალი 2022", განმახორციებელი - სსიპ თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი - საქართველოს სიმფონიეტა;

 

  1. „TBILISI PIANO FEST - თბილისის საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალი", განმახორციელებელი - ა(ა)იპ თბილისი პიანო ფესტ.

 

 

კონკურსის ჯამური ბიუჯეტი შეადგენდა 1 100 000 ლარს და მის ფარგლებში სამინისტროს 18-მა განმცხადებელმა მომართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner