logo_geo
eng_logo
კულტურის სამინისტრომ კონკურსის „საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერკლასების ხელშეწყობა (კინო, თეატრი, ფოტო, ანიმაცია, თანამედროვე მუსიკა)“ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა
- +

30 მარტი. 2022. 13:03

 

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერკლასების ხელშეწყობა (კინო, თეატრი, ფოტო, ანიმაცია, თანამედროვე მუსიკა)“ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა. ესენია:

 

  1. „მე-10 ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“, განმახორციელებელი ა(ა)იპ „წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის სკოლა“;

 

  1. ფოტოკვირეული „ქოლგა თბილისი ფოტო 2022“, განმახორციელებელი - შპს „თბილფოტო“;

 

  1. საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა 2022“, განმახორციელებელი - ა(ა)იპ „კულტურის და განათლების ფონდი“;

 

  1. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“, განმახორციელებელი - ა(ა)იპ „მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი საჩუქარი. თბილისი. საქართველო“;

 

  1. „სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი“, განმახორციელებელი - შპს „სვანეთის კინოსტუდია“;

 

  1. ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „მაჩაბელი“, განმახორციელებელი - სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;

 

  1. „თბილისის მე-5 საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალი“, განმახორციელებელი - ა(ა)იპ „ანიმალაბი“;

 

  1. კავკასიის მუსიკალური ფესტივალი/დაჯილდოება - „ფენიქსი 22“, განმახორციელებელი - ა(ა)იპ „კავკასიის თანამედროვე ხელოვნების ფაბრიკა“;

 

  1. „მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 2022“, განმახორციელებელი - ა(ა)იპ „მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი“;

 

  1. „ჯონ სტენმეიერის დოკუმენტური ფოტოგრაფიის ვორქშოპი“, დაფინანსდა ვორქშოფის ჩატარება; განმახორციელებელი - ა(ა)იპ „კულტურა და კონტაქტები“.

 

კონკურსის ჯამური ბიუჯეტი შეადგენდა 500 000 ლარს და მის ფარგლებში სამინისტროს 39 -მა განმცხადებელმა მომართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner