კულტურის სამინისტრომ კონკურსის „საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერკლასების ხელშეწყობა (კინო, თეატრი, ფოტო, ანიმაცია, თანამედროვე მუსიკა)“ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა
-
+
30 მარტი. 2022. 13:03
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერკლასების ხელშეწყობა (კინო, თეატრი, ფოტო, ანიმაცია, თანამედროვე მუსიკა)“ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა. ესენია:
- „მე-10 ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“, განმახორციელებელი ა(ა)იპ „წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის სკოლა“;
- ფოტოკვირეული „ქოლგა თბილისი ფოტო 2022“, განმახორციელებელი - შპს „თბილფოტო“;
- საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა 2022“, განმახორციელებელი - ა(ა)იპ „კულტურის და განათლების ფონდი“;
- მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“, განმახორციელებელი - ა(ა)იპ „მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი საჩუქარი. თბილისი. საქართველო“;
- „სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი“, განმახორციელებელი - შპს „სვანეთის კინოსტუდია“;
- ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „მაჩაბელი“, განმახორციელებელი - სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
- „თბილისის მე-5 საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალი“, განმახორციელებელი - ა(ა)იპ „ანიმალაბი“;
- კავკასიის მუსიკალური ფესტივალი/დაჯილდოება - „ფენიქსი 22“, განმახორციელებელი - ა(ა)იპ „კავკასიის თანამედროვე ხელოვნების ფაბრიკა“;
- „მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 2022“, განმახორციელებელი - ა(ა)იპ „მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი“;
- „ჯონ სტენმეიერის დოკუმენტური ფოტოგრაფიის ვორქშოპი“, დაფინანსდა ვორქშოფის ჩატარება; განმახორციელებელი - ა(ა)იპ „კულტურა და კონტაქტები“.
კონკურსის ჯამური ბიუჯეტი შეადგენდა 500 000 ლარს და მის ფარგლებში სამინისტროს 39 -მა განმცხადებელმა მომართა.