logo_geo
eng_logo
„ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსვლის შემდეგ, ქორწინების თემაზე საკონსტიტუციო პროექტს კენჭს ვუყრით“
- +

9 აგვისტო. 2016. 17:51


„იმის მიუხედავად, ქორწინების თემაზე რეფერენდუმი ჩატარდება თუ არა, ჩვენ ხელისუფლებაში უმრავლესობით მოვალთ და საკონსტიტუციო პროექტს კენჭს ვუყრით", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს.


მისი თქმით, ქორწინების საკითხთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებას" აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია, რაც მან პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის წარდგენით გამოხატა.

 

„თუკი რეფერენდუმი დაინიშნება, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოსახლეობა მხარს დაუჭერს ამ პოზიციას და შესაბამისად, ჩვენ კიდევ უფრო გაგვიმყარდება ის არგუმენტი, რომ ჩვენს მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო ინიციატივა არის სწორი და მას აქვს ხალხის მხარდაჭერა", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner