logo_geo
eng_logo
ეროვნული სასახლე წარმოგიდგენთ
- +

30 მარტი. 2022. 14:36

 

 

გ. ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტს ჯ. კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში

 

შაბათს, 2 აპრილს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში  გაიმართება გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტი.

 

სოლისტი ელმირა აივაზიანი

დირიჟორი  ვახტანგ კახიძე

 

პროგრამა:

ვ. ა. მოცარტი - უვერტიურა ოპერიდან „ფიგაროს ქორწინება“ K. 492

ა. არუთინიანი - კონცერტი საყვირისათვის ლა-ბემოლ მაჟორი

ფ. შუბერტი - სიმფონია N5 სი-ბემოლ მაჟორი

პროექტის წარმდგენია  მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე , პარტნიორი და მხარდამჭერები -ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი ქ. თბილისის მერია და „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“.

 

კონცერტის დასაწყისი 19:30

 

 

 

გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი (თაო) 2019 წელს დააარსა კომპოზიტორმა მიხეილ მდინარაძემ და დირიჟორმა მირიან ხუხუნაიშვილმა, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბაზაზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით.

 

თაო არის ადგილი, სადაც ახალგაზრდა მუსიკოსებს აქვთ შესაძლებლობა იმუშაონ პროფესიონალ პედაგოგებთან, დირიჟორებთან და სოლისტებთან როგორც კლასიკურ, თანამედროვე და ექსპერიმენტულ რეპერტუარზე. თაო-ს მიზანია ახალგაზრდა მუსიკოსებს ჩამოუყალიბოს მაღალი მუსიკალური გემოვნება, მისცეს მათ შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება და დაეხმაროს მუსიკოსებს საორკესტრო ხელოვნების მაღალი სტანდარტების დაუფლებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner